myinvaruli formebi - nakawri

 

მყინვარისა და მასში შეზრდილი მორენული მასალის გადაადგილების შედეგად ქანის ზედაპირზე დარჩენილი კვალი - ღარები, ნაკაწრი, კვალი. მათი მიმართულება მყინვარის მოძრაობის თანხვედრილია. ფართო გაგებით, მასში იგულისხმება ყველა ის წვრილი რელიეფის ფორმა, რომელიც გამომუშავებულია მყინვარული ეროზიის ხარჯზე.

გამოიყოფა მყინვარული ნაკაწრის რამდენიმე ტიპი; მაგ., მყინვარული გაკრიალების წარმოქმნა დაკავშირებულია წვრილ ნაწილაკებთან ურთიერკავშირით, ხოლომყინვარული კვალის წარმოქმნა კენჭნართან ურთიერთკავშირით. კუნძულ კელისზე რბილ ქანებში მყინვარული კვალი სიგრძეში 120 მ აღწევს, სიგანეში 11 მ-ს, ხოლო სიღრმეში 3 მ-ს. მკვრივ და მსხვილ ქანებზე ნაკაწრსა და კვალს ენაცვლება ნამგლისებრი იარები.

მყინვარულ ნაკაწრზე დაკვირვება უჩვენებს იმას, თუ ესა თუ ის მყინვარი წარსულში რომელი მიმართულებით მოძრაობდა.